ახალი ამბები

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 50 წლამდე მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული კი 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ო.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,” – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....