სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კინორეჟისორი, სომხეთის “ევროპული პარტიის” ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს – ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ხზმალიანი წერს, რომ საქართველოში ერთდღიან საქმიან ვიზიტს გეგმავდა და წერს, რომ სამი საათის განმავლობაში ელოდა მესაზღვრეების პასუხს, რის შემდეგაც პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს. მას სომხეთში დაბრუნება ფეხით მოუწია.
“გილოცავთ რუსეთის დღეს…” – წერს ხზმალიანი ფეისბუქზე და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არშემოშვების მიზეზად მითითებულია სტანდარტული ფორმულირება – “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.
ცნობისთვის, ხზმალიანი აქტიურად ემხრობა სომხეთს “ოდკბ”-დან გასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას.
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მისმა პარტიამ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარი დაუჭრა.