„საქართველოს ეროვნული ფონდი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ფონდმა შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დაიწყოს საჯარო დისკუსია და გამჭვირვალე გახდეს პროცესი, პირობები და ვალდებულებები შენობის ფუნქციურ განვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ის ამჟამად კერძო მფლობელობაშია“, – აღნიშნულია ეროვნული ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა 65 100 000 ლარად 2022 წლის სექტემბერში „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიამ.