ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა, 5 ადამიანი დაშავდა – მათ შორის არიან მანქანის მძღოლი და ავტობუსის მგზავრები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.