ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვა – ნინო წილოსანის მამის ბრალდების თაროზე შემოდებული საქმე

პარლამენტის ვიცე სპიკერის, ნინო წილოსანის მამას და კიდევ რამდენიმე პირს პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა. საუბარია 2013 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ერთ-ერთი ფიგურანტი ბადრი წილოსანი იყო. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

გამოძიება მაშინ ამტკიცებდა, რომ “ვაგონ შემკეთებელი” ქარხნის დამფუძნებელმა წილოსანმა თანამოაზრეებთან ერთად, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი მილიონობით ლარი მიითვისა. გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა ბადრი წილოსანი დააკავეს. მასთან ერთად რამდენიმედღიან პატიმრობაში იყვნენ “ოცნების” დეპუტატის ყოფილი ქმარი და რკინიგზის თანამშრომლები.

ბრალდებულები სიმართლის დამტკიცებას 11 წელია ცდილობენ, დეპუტატის მამაც და სხვებიც პირველმა ინსტანციამ გაამართლა, თუმცა პროკურატურა ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს რკინიგზის მაშინდელმა თანამშრომლებმა და ვაგონშემკეთებელი კომპანიის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ბადრი წილოსანმა, ოფიციალური დოკუმენტები გააყალბეს და ვაგონების გასარემონტებლად თანხა ხელოვნურად გაზარდეს, რის გამოც ბიუჯეტს 65 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. სახელმწიფო ბრალდება ამ პოზიციის დაცვას ახლა სააპელაციო სასამართლოში ცდილობს.

განაგრძეთ კითხვა…

იტვირთბა....