ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს მას, ვინც სახეში შეაფურთხა, ეს მზიას დანაბარებია” – ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა.” – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია, ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.

ის პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ ოცნებას, სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს. – დაწერა ნონა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....