ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია იმართება

ამ წუთებში, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია იმართება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომაა. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება.

მზია ამაღლობელი, 24-ე დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....