“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმიდან უკვე 1 დღეზე მეტია გასული, თუმცა არავინაა დაკავებული.
საგამოძიებო უწყებას ათეულობით თავდამსხმელიდან ჯერ იდენტიფიცირებულიც არავინ ჰყავს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათ ეს არ შეაშინებს და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.
პარალელურად, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო მიმართვას უგზავნის და მოუწოდებს დაგმოს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობა ენმ-ის ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე.