რუსეთთან გაკეთებული ბიზნესი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალიდან”, დავით კაჭარავამ განაცხადა.
კაჭარავა რუსული ალუმინის ბიზნესშია, ამის შესახებ ინფორმაცია დავით კაჭარავამ “შაბათის ეთერს” თავად დაუდასტურა. ოკუპირებული ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ რუსულ კომპანიებთან ერთად ბიზნესის კეთებაში პრობლემას ვერ ხედავს.
დავით კაჭარავამ ფლობს კომპანია “თბილალპროფის” აქციების საკონტროლო პაკეტს – 51 % . ამ კომპანიებს კი ალუმუნის საფასადე მასალები და ვიტრაჟები რუსეთიდან შემოაქვს, ამის შესახებ ინფორმაცია “შაბათის ეთერს” კაჭარავას მამამ, ბიზნესის მმართველმა დავით კაჭარავამ დაუდასტურა.