„თინა ხიდაშელის განცხადების მიუხედავად, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს სახელისუფლებო კულურებში გავრცელებული ინფორმაციით ხიდაშელის თანამდებობიდან წასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მასთან ერთად თანამდებობას მისი თანაგუნდელი გიგლა აგულაშვილიც დატოვებს“- ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტში ადგილს სავარაუდოდ შეინარჩუნებს შერიგების სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი – „რომელიც არავის არ აღიზიანებს“, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ვახტან ხმალაძე და ლევან ბერძენიშვილი. საპარლამენტო კოალიციის რეჟიმში მუშაობას განაგრძობს რესპუბლიკელების ფრაქცია.
როგორც გამოცემა იტყობინება, არაოფიცილაური ინფორმაციით საბოლოო გადაწყვეტილება ხიდაშელი-აგულაშვილის თანამდებობობიდან „მშვიდობიანად“ წასვლის შესახებ პარტიის მთავარმა კომიტეტმა მიღო, თუმცა „მთავარი გადაწყვეტილება“ დიდი ხანია მწიფდებოდა და საბოლოოდ რამოდენიმე დღით ადრე იქნა მიღებული. სავარუდოდ ამ გადაწვეტილებას წინ უსწრებდა „დიდი შეხვედრა“ პრემიერ მინისტრთან რომელიც „ორპარტიულ სტარტეგიული პარტნიორობაზე“ შეთანხმებით დასრულდა – შეთანხმება რომელიც როგორც მაშინ ითქვა „ვერავინ გაიგო“.
გავრცელებული ინფორმციის თანახმა ხიდაშელი-აგულაშვილის წასვლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირდება – პარტია „საარჩევნო რეჟიმზე“ გადავა და ის 2016-ში არჩევნებში მონაწილეობას არაკოალიციურ რეჟიმში მარტო მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც განაცხადეს, რომ „რესპუბლიკელები“ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ წასვლას არ აპირებენ და შესაბამისად, არც თანამდებობების დატოვება აქვთ გადაწყვეტილი.