ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნება” ვენეციის კომისიის დასკვნას მიკერძოებულს უწოდებს და მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

“ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას”– ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სალომე ქურასბედიანმა განაცხადა.

“ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას. რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს.

ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიია პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს”, – ამბობს ქურასბედიანი. 

ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ის ქართულ ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს.
დოკუმენტში წერია, რომ კანონის “ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით. “საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, – აღნიშნულია დასკვნაში.
იტვირთბა....