უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიზეზად რეორგანიზაცია და უკრაინის რადის დეპუტატთა კოლექტიური წერილი სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საყვარელიძის თანამდებობა და დღის განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამება.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ასევე ნათქვამია, რომ საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.