ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Video: “არა რუსულ კანონს” – ევროპის დღის ღონისძიებაზე კობახიძეს სიტყვით გამოსვლის დაწყება შეძახილების ფონზე მოუწია

“არა რუსულ კანონს” – ამ შეძახილების ფონზე დაიწყო პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. დარბაზიდან ამ ფრაზას რამდენიმე ადამიანი სკანდირებდა.

ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. კობახიძემდე მოქალაქეებს და მთავრობის წარმომადგენლებს სიტყვით ევროკავშირს ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა.

“ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირის გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება, თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით, დარჩით ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვარ”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

იტვირთბა....