ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ მაისურზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო წარწერის გამო სამართალდამცველებმა საჯარო სივრცის დატოვება მოსთხოვეს

“დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.
შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. 😂ბოლოს სადაც ხალხი დგარს იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში მეთქი😀მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა და მეორე მხრიდან გაგაცილებთ ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო.
ჯადოსნური მაისურია, ისეთი რამეები შეუძლია. არა რუსულ კანონს!” – წერს ნესტან ანანიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....