ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არა რუსულ კანონს, საქართველოს მომავალი ევროპაშია” – ემიგრანტების აქცია ისრაელში

“არა რუსულ კანონს, საქართველოს მომავალი ევროპაშია,” ამ შეძახილებით რუსული კანონისა და ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ქართველებმა ემიგრანტებმა ისრაელში, რამათ განში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისურ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“აქციის მთავარი მესიჯია- არა რუსულ კანონს და არა რუსეთს.ჩვენ გვინდა ევროპა.ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ პოლიციის ძალის გამოყენებასა და გადამეტებას პროტესტანტების წინააღმდეგ.ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის ნარატივს რომ რუსეთისკენ მიგვაქანებენ.ჩვენ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელიც იქნება ევროპული,”- განაცხადა აქციის მონაწილე მაია ჯიბღაშვილმა.

იტვირთბა....