დღეს, 7 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში. “თავისუფალი საზოგადოება” წერს, რომ პარლამენტთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.
დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება თელავშიც – მოქალაქეები შეკრებას 19:00 საათზე ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.
საპროტესტო მსვლელობა იქნება ქუთაისში:
“18:00 სთ.-ზე გელოდებით ცენტრალურ მოედანზე. ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან.
ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
ბოლო გაჩერება – რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია).
ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს. გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.