გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია სად გადაიყვანეს ის. დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაზუსტებთ.
პარალელურად, ამ დრომდე დაძაბულია ვითარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაიკის სპრეი. აქციის მონაწილეებს პოლიციამ “ოცნების” მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენასთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.