ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან მხუთავი აირი გაუშვეს, გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა – მობილიზებულია სპეცრაზმიც, მანამდე, ტერიტორიაზე მხუთავი აირი გაუშვეს. რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ამ დრომდე დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სცენის დაკავებაა, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

იტვირთბა....