“გიყურებთ და დაგცინით! უკლებლივ ყველა ოპოპარტია, ყველა აგენტი ენჯეოშნიკი, ყველა მანქურთი და მონა გლობალური ომის პარტიის! ბიჭო, რა არ გასვენებთ, გამჩენი? ხვალ, ყველა ერთად რამდენიც ხართ, თქვენზე მეტი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გვეყოლება! დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! ჯერ ეს ყველაფერი ჩვენთვის სახალისოა! […]
ნუთუ ასეთი იდიოტები ხართ, რომ გგონიათ ნაცების და მაგათი შნირების მობრუნების უფლებას მოგცემთ? მოგვბეზრდება ჩვენც თქვენი ბრიქაობაზე დაცინვა და მერე აგეწვებათ”, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე და “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.
იტვირთბა....