ხმაურია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. პოლიცია “ქართული ოცნების” მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას ევროპული მარშის მონაწილეებისგან იცავს და აქციის წევრებს არ აძლევს საშუალებას, ავიდნენ სცენაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ “შეგვიშვით”, თუმცა პოლიცია მათ სცენაზე ასვლის საშუალებას არ აძლევს.
მოგვიანებით, ევროპული მარშის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს სთხოვეს, სცენაზე 10 ქალი აეშვათ, თუმცა მათ ამაზეც უარი მიიღეს.
პარალელურად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
გაზიარება” – წერს შსს.