ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

28 აპრილი, საღამოს შვიდი საათი – რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციისთვის მზადება დაწყებულია

28 აპრილი, საღამოს შვიდი საათი – რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციისთვის მზადება დაწყებულია. სტუდენტები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან.

ხვალ ხელისუფლების ინიციატივას ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები გააპროტესტებენ.

სამოქალაქო საზოგადოება 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს. მოთხოვნა კვლავ უცვლელია – “არა რუსულ კანონს, კი ევროპას”.

“ყველა პროფესიის ადამიანი არის გაერთიანებული, მიუხედავად ნებისმიერი განსხვავებისა, შეხედულებებისა თუ ა.შ.. იქნება პოლიტიკური სპექტრი, იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მთელი საქართველო ერთიანდება ერთი იდეის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია საქართველოში რუსეთიზაციის პოლიტიკის შეჩერება. შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანთან და ერთობლივი მსვლელობით, მარშით დავიძვრებით რუსთაველის გამზირზე, სადაც წყდებოდა საქართველოს ბედი და ახლაც, როგორც ჩანს, ასე იქნება”, – ამბობს სტუდენტი ნიკო მანაგაძე.

იტვირთბა....