თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანტირუსული აქციის მონაწილეს, სანდრო ჯოხაძეს, 2 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კიდევ ერთ დაკავებულს, გიგა ბერაძეს კი 2 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო ჯოხაძის პროცესი 3-საათზე მეტხნს მიმდინარეობდა. სკოლის მოსწავლე პოლიციის თანამშრომლებს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სამართალდაცავების ჩვენებები სიცრუეზე იყო აგებული.