ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფონიჭალაში მუსლიმთა შეიხი დაჭრეს

ფონიჭალაში მუსლიმთა შეიხი დაჭრეს – ახალგაზრდა კაცს მძიმე ჭრილობები დანით მიყენეს და სახე დაუსერეს. ვიდად ქურბანოვი “ტვ პირველთან” პირველ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მისი მკვლელობა ნათესავმა ცადა.

მისივე მტკიცებით, დეიდაშვილმა ჯერ მოტყუებით მიტოვებულ ტერიტორიაზე წაიყვანა, იქ შეიარაღებული ბანდა დაახვედრა და სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო.

ვიდად ქურბანოვი ამბობს, რომ თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა პოლიციამ იცის, თუმცა არავინ დაუკავებიათ. თავისუფლებზე არიან ის პირებიც, ვინც სავარაუდო დანაშაულის თანამონაწილეა. დაზარებული ვარაუდობს თავდამსხმელებს ხელს აფარებენ.

ქურბანოვი ამ დრომდე “ინგოროყვას” სახელობის კლინიკაში რჩება, მას გადაიდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

“პირველების” რესპოდენტი სისხლიან ანგარიშსწორების მოტივად შურისძიებას ასახელებს – მისი თქმით, დეიდაშვილი მას 2020 წელს მომხდარ კონფლიქტს უმეორებდა.

საქმე მაქვსო, შემთხვევის ადგილზე ჩემი დეიდაშვილის მანქანით მივედით, იქ სხვა პირებიც დამხვდნენ… მეუბნებოდა, რომ თითქოს მე მას რაღაც ცუდად ვუთხარი, ცუდად ვისაუბრე მასზე და მის ოჯახზე. 2020 წლის ამბავიაო მითხრა, მაგრამ მსგავსი რამ მე არ მახსოვს.

თავდასხმა იყო დაგეგმილი, რადგან ისეთ ადგილზე მიმიყვანეს, სადაც კამერები არ არის”- ამბობს “პირველებთან” 41 წლის შეიხი.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა საზოგადოების რელიგიის მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ორგანიზებული თავდასხმის მსხვერპლია, დამნაშავეები კი ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებიან.

გომელაურის უწყებამ ფონიჭალაში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. “პირველების” ინფორმაციით საქმეზე გამოკითხული არავინაა.

იტვირთბა....