სოფელ დარჩელიდან გატაცებული 18 წლის გოგონა ზუგდიდში, მიტოვებულ სახლში ნაწამები იპოვეს. – ამ ინფორმაციას სააგენტო “აქცენტი” ავრცელებს. როგორც სააგენტოს გოგონას ახლობლებმა განუცხადეს, ის ამ დროისთვის ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
“18 წლისაა, გაიტაცა ვიღაცა კაცმა, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო. სამი დღე ვეძებდით და ზუგდიდში მიტოვებულ სახლში ვიპოვეთ ყურმოჭრილი და ნაწამები. ახლა ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული და იქ გადის მკურნალობის კურსს. პირი, რომელმაც გოგონა გაიტაცა ამ დრომდე დაკავებული არ არის” – განაცხადეს ახლობლებმა.
შსს-ს პრესსამსახურმა „მეტრონომს“ განუცხადა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.