ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

ცოტა ხნის წინ მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედიაში ვრცელდება, ერთ-ერთი მათგანი ნოე რამოსია. მას ტამაულიპას შტატის ქალაქ სიუდად მანტეში დანით დაესხნენ თავს, როდესაც წინასაარჩევნო კამპნაიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ.

არსებული ცნობით, მერობის მეორე კანდიდატი ალბერტო ანტონიო გარსია კი, რომელიც ოახაკას ქალაქ სან ხოსე ინდიპენსიას მერობისთვის იბრძოდა, ოთხშაბათს გაუჩინარდა, ხოლო დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....