ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქალები ვირჩევთ ევროპას” – თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედნიდან ქალთა მოძრაობის მსვლელობა დაიწყო – “ქალები ვირჩევთ ევროპას” – ამ ლოზუნგით მსვლელობის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან.

ისინი მოუწოდებენ პარლამენტს უკან გაიწვიოს რუსული კანონი!

“ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!
რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ – ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს.” – აცხადებენ ორგანიზატორები

დღეს მარში იმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში.

იტვირთბა....