ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ღარიბაშვილის ულტიმატუმი – “თუ ხვალვე გვეტყვიან, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით, მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება”

ირაკლი ღარიბაშვილის ულტიმატუმი დასავლეთს – ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირი მის წევრ ქვეყანად აღიარებს, მაშინ რუსული კანონის გაუქმება თუ გადახედვა “ოცნების” მხრიდან მარტივად მოხდება.

ღარიბაშვილმა დღეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზები ფაქტობრივად გადაუჭრა. გადაყენებული პრემიერი სახალხოდ ამტკიცებდა, რომ ქვეყანა ევროპული ალიანსის წევრობისთვის მზად არ არის.

“დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ამდენი პრობლემებია. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვაც, ახლის მიღებაც და შეცვლაც, ამიტომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არის”, – ამბობს ღარიბაშვილი.

იტვირთბა....