ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არა რუსულ კანონს!” – ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

დიდი ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოსთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება – ლონდონში მცხოვრები ქართველები ეწინააღმდეგებიან “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებასა და მიღებას. ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.

საელჩოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ერთადერთი მტერი ოკუპანტი რუსეთია და მეგობარი სახელმწიფოების დისკრედიტაცია მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

აქციის მონაწილეების შეფასებითვე, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ახალგაზრდებს თბილისში, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ამ საშინელ კანონს თბილისში. [კანონი] საქართველოს რუსულ ურდოში აბრუნებს, საბჭოთა პერიოდში აბრუნებს, შანს უკლავს თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რათა თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. შანს უკლავს ჩვენს მეგობარ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო გააძლიერონ და განავითარონ ევროპული სტანდარტის დონის სახელმწიფომდე.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების ესეთი უტიფარი მოქმედება, რომელიც პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ჩაწერილია ერთ-ერთი ძირითადი მუხლი, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია და ქართული სახელმწიფო, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს, სწრაფი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში – ევროკავშირში, NATO-ში და ა.შ. ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, მას არ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის უფლებაც კი, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც იურიდიული…ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში [მყოფმა] საქართველოს მოქალაქემ, რომ ეს კანონი ვერ მიიღონ. საქართველო, ფაქტიურად, კვდება ამ კანონით და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მამუკა ბაკურია.

იტვირთბა....