ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დეპუტატები “რუსულ კანონს” ცოლ-შვილსაც ვერ აჯერებენ – რატომ უჯანყდებიან “ოცნების” დეპუტატებს ცოლ-შვილი?

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “ქართული ოცნების” დეპუტატების ოჯახის წევრებიც მწვავე კრიტიკით ეხმაურებიან. აჯანყებულებს შორის ერთ-ერთი პირველი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, მარიამ დარჩია იყო, ის ავსტრიაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა. დარჩიამ “ქართულ ოცნებას” ფარჩაკები უწოდა და სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “ევროპულ გამოცდილებას რუსეთის გუბერნიაში სამუშაოდ არ ვაგროვებ ფარჩაკებო”.

“რუსულ კანონს” გამოეხმაურა ამავე კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლიც – დეა მელაძე ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს:
“არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს! შვილებს უნდათ ევროპა. ვიბრძოლოთ მათთვის და მათთან. გელით რუსთაველზე!”

“რუსულ კანონს” აპროტესტებს “ქართული ოცნების”დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილიც.
“მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2.
ოდესმე ხომ მოკვდებით. და თქვენს სიკვდილსაც ხომ ვიზეიმებთ. და ოდესმე ხომ დაინგრევა თქვენი იმპერია, ჩვენს დროს თუ ჩვენი შვილების დროს, არ აქვს მნიშვნელობა. და ხომ გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი გავლენებისგან, თქვენი მოწონებული საქციელებისგან. მაგ დღეზე ოცნებით იმდენი ადამიანი ვცხოვრობთ, რომ ახდება”, – წერს ირო ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....