ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” ცოლ-შვილი უჯანყდება – რას წერს დეპუტატ გოჩა ენუქიძის ცოლი “რუსულ კანონზე”?

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი, რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. დეა მელაძე ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს:

“არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს! შვილებს უნდათ ევროპა. ვიბრძოლოთ მათთვის და მათთან. გელით რუსთაველზე,” – წერს დეა მელაძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრი, გოჩა ენუქიძე ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატიდან, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....