ალეკო ელისაშვილი 17 აპრილის აქციაზე გამეტებით სცემეს – მას ხელისა და სახის არეში დაბეჟილობები აღენიშნება და ნეკნი აქვს გატეხილი. პარტიის “მოქალაქეები” ლიდერი ამბობს, რომ უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
“უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით”,- ამის შესახებ პარტიის “მოქალაქეები” ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
იტვირთბა....