“სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას ამ შეწყალებით” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა და თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
“რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეძლება ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად დაინახა, მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა .. ფაქტებით, მტკიცებულებებით, აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვიო და ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა პრეზიდენტმა. ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება…ამ ქალმა დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენ ქვეყანას, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა … მან უღალატა ჩვენს პოლიციას, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას, ეს ქალი როგორ უნდა იყოს რამდენიმე თვე, ე.წ პრეზიდენტობის.. როგორ უნდა უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის… ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული, ჩადენილი პოლიციის მიმართ, ის არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას, ეს არის ჩემი შეფასება, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი, რამდენიმე თვეში ის აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერა, როგორც მოლოტოვის კოქტეილის შემწყალებელის მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა” – განაცხადა ღარიბაშვილმა