პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა:
“ჩვენ ვიცით ყველამ, ოცნებას 60 კი არა, 25 პროცენტი თუ აქვთ დღეს, მათი გამოთქმების, მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმების მერე, ესეც დიდია. კულტურის სამინისტროში ბოლშევიზმია.”
პრეზიდენტმა, კითხვის პასუხად, რატომ უწოდა წულუკიანს ბოლშევიკი, განაცხადა, რომ იმ მაგალითების გამო, რაც ჩამოთვალა, მაგალითად, აკრძალვების გამო, როცა კონსტანტინე გამსახურდია არ მივიდა შეხვედრაზე, ან როცა უფლება არ მისცეს ბავშვები დაეჯილდოებია და ასე შემდეგ და თქვა:
“ასევე, ფინანსები – არ დაგაფინანსებ თუ არ იქნები ჩემ მხარეს, ეს ნიშნავს ხელოვნურად შექმნა ორი მხარე საზოგადოების ყველაზე გამორჩეულ, საჭირო ნაწილში – კულტურის ნაწილში”. – განაცხადა პრეზიდენტმა.