ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის სიკვდილი… ბოტები შემომესივნენ, თუმ­ცა ნიკომ მათი ამოც­ნო­ბის მე­ქა­ნიზ­მიც აგ­ვიხ­სნა” – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

“დღეს უკვე ღიად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტა” – წერს ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე.

ის ასე­ვე საყ­ვე­დუ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

“რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი დღე იყო, არც კი ვი­ცო­დი თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი, შვი­ლის მკვლე­ლე­ბის­თვის უნდა მე­ყუ­რე­ბი­ნა…

მე­გობ­რე­ბო, მე ორი წლის წინ, ღიად და სა­ჯა­როდ ვამ­ბობ­დი იმ სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე, რაც თქვენს შვი­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა და­მუქ­რე­ბო­და, დღე­საც ვი­მე­ო­რებ, ჩემი ნი­კოს მკვლე­ლო­ბა იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა ახალ­გაზ­რდო­ბის და­ში­ნე­ბი­სა, ქვეყ­ნი­დან გა­ხიზ­ვნი­სა.

ის­ტო­რი­უ­ლად ვი­ცით, ვინ ებ­რძო­და მთე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ჩვენ­ში ნი­ჭი­ე­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბას ახლა უკვე მთე­ლი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბის მო­მა­ვალს და­უ­წყეს ბრძო­ლა. დიახ არა რუ­სულ კა­ნონს. რომ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, ვერც კი შევ­ძლებ­დი თქვე­ნამ­დე ხმის მოწ­ვდე­ნას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღემ­დე არ გა­მო­ი­ძია და დღემ­დე მფარ­ვე­ლობს მკვლე­ლებს.

დღეს უკვე ღიად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტა. თქვენ არ იცით, რო­გო­რი ტკი­ვი­ლია (დახ­ვრე­ტი­ლი შვი­ლის მშობ­ლო­ბა), ამი­ტომ დრო­უ­ლად გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ, ხალ­ხო, იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

P.S. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ტებს, მეც შე­მო­მე­სივ­ნენ, თუმ­ცა რო­დე­საც ნიკო სო­ცი­ა­ლურ ქსელს ქმნი­და, მათი ამოც­ნო­ბის მე­ქა­ნიზ­მიც აგ­ვიხ­სნა. და­ნარ­ჩენ­ზე წა­ლენ­ჯი­ხა­ში დიდი სტუმ­რო­ბი­სას რომ მოვ­ყვე­ბი (გა­მო­დი, გი­ცა­ნის ამ­ბა­ვია), ტყემ­ლის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა­ზეც იქ ვი­ტყვი ” – წერს ომა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს.

იტვირთბა....