ზუგდიდის სოფელ ინგირში ყოფილი ბაღის შენობა დაიწვა. შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობდნენ. ხანძარს მსხვერპილი არ მოჰყოლია, შენობაში მყოფი ადამიანების გამოყვანა მეხანძრეებმა და ადგილობრივებმა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამი სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის შესახებ „რუსთავი 2“ წერს.
მისი ცნობით, შემთხვევის ადგილზე მივიდა ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილე, რომელიც დაზარალებულ სამ ოჯახს, ახალი საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე, დროებითი საცხოვრებლის ქირის გადახდას დაჰპირდა.