ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა

Transfermarkt-ის მიხედვით,”ვალენსიას” და საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ ვალენსიასთვის გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება გაიზარდა.

ერთი წლის წინ ესპანური კლუბი თუ მზად იყო ქართველი 25-30 მილიონ ევროდ გაეყიდა, ახლა მისი საწყისი ფასი უკვე 35 მილიონია. ფასის ზრდა კი, მამარდაშვილის სათამაშო დონის განვითარებას უკავშირდება – დღეს ის უკეთესი მეკარეა, ვიდრე მაგალითად შარშან იყო.

იტვირთბა....