არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“გთხოვთ, წადით არჩევნებზე!”- ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი.

საქართველო ახლა მსოფლიოს ფოკუსშია მოქცეული. გადამწყვეტ არჩევნებამდე საათებით ადრე, საქართველოს რიგით მოქალაქეებს ამერიკელი ყოფილი დიპლომატები მიმართავენ.

გთხოვთ წადით არჩევნებზე – ამბობს კენეტ იალოვიცი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში ფიქრობს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახლა აქვს უნიკალური შანსი, ერთი აგური დადოს ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში.

“მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყებ იმით, რომ საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, და ყველა ჩვენგანს სურს ვიხილოთ სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, მჭიდრო კავშირით ევროკავშირთან და ევროპასთან.
არ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეებო, წადით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში 26 ოქტომბერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს საქართველოს მომავალი მიმართულების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს თქვენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევანი გაგრძელდება ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისკენ, სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოსკენ.

გთხოვთ, წადით არჩევნებზე!”- ამბობს კენეტ იალოვიცი.

იტვირთბა....