მთავარი

🎥”ნაცია” – კალაძე ქოჩორაშვილის მამაზე (ვიდეო)

დედაქალაქის მერმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სპორტსმენის, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა “ნაცად” გამოაცხადა.

“როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი!” – თქვა მერმა.

რა გიკვირთროინ ქოჩირაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით”- უთხრა მედიას კახა კალაძემ ცნობილი ფეხბურთელის მამის პოზიციის კომენტირებისას.

კალაძის გაღიზიანება სპორტსმენის და ქოჩორაშვილის მამის პოსტმა გამოიწვია, ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გააზიარა – ბავშვი, ხელში ევროკავშირის დროშით.


პოზიციის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

იტვირთბა....