მთავარი

თბილისის მერია პროპაგანდისტულ პლაკატებზე ნებართვის გაცემას უარყოფს

თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის თქმით, ნებართვა არც ერთი პლაკატის გაკვრაზე არ არის გაცემული.
მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მერიას ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებული აქვს.

„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”,- თქვა გულედანმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ოცნების” წევრებსა და მათ პროპაგანდისტებს ფეისბუქმა რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები დეზინფორმაციად მოუნიშნა, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ბანერები უკვე ქალაქის ქუჩებში გამოაკრეს.

იტვირთბა....