მთავარი

მუსლიმები რამადან-ბაირამს აღნიშნავენ

10-12 აპრილს მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, რამადან-ბაირამს (იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რამადან-ბაირამი მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ.

„რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, გასცემენ მოწყალებას, შლიან საზეიმო სუფრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან. ამდენად, რამადან-ბაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....