ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ქეით მიდლტონის პრობლემას მისი მშობლების ამბავიც დაერთო…” – რა ხდება სამეფო კარზე

ქეით მიდლტონის მშობლების შესახებ გავრცელებული უსიამოვნო ამბის შემდეგ, ბევრი სტატია დაიწყო ამ ფრაზით: „უბედურება არასდროს მოდის მარტო“.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სახიფათო დიაგნოზი საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაციის დროს დაისვა. ექიმების დასკვნა დიდი განსაცდელი აღმოჩნდა – ქეითი დეპრესიაშია, უილიამი უკიდურეს სტრესს განიცდის, რადგან ცოლის გარდა, სიმსივნეს მამამისიც ებრძვის. წყვილს სამი შვილის მოვლაში ქეითის მშობლები ეხმარებიან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათაც დიდი პრობლემები აქვთ. The Times-ის თანახმად, კეროლი და მიქაელა მიდლტონები გაკოტრდნენ, ვალებში არიან ჩაფლულნი და მათი ოდესღაც წარმატებული კომპანია Party Pieces ზარალს ზარალზე განიცდის. საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ცოლ-ქმარს გაკოტრების კომპანიისთვის გადასახდელი თანხაც არ აქვს.

კეროლმა და მაიკლმა თავიანთი კომპანია ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნეს. ამ ბიზნესის იდეა მათ ქეითის დაბადების შემდეგ გაუჩნდათ, რომლის გახარებაც ლამაზი საშინაო წვეულებებით სურდათ. საქმე ისე წარიმართა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი მილიონერი გახდა და თავიანთი ქალიშვილების სწავლის დაფინანსება საუკეთესო უნივერსიტეტებში მოახერხეს. სწორედ, ერთ-ერთ მათგანში შეხვდა ქეითი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს.

მიუხედავად ყველა პრობლემისა, კეროლი და მაიკლ მიდლტონები არც კი ფიქრობენ, რომ ფინანსური დახმარება თავიანთი უფროს ქალიშვილს ან მის პრინც მეუღლეს სთხოვონ. პირიქით, ისინი ცდილობენ, ამ რთულ პერიოდში ახალგაზრდა მშობლები ზედმეტი საზრუნავისგან დაიცვან. უელსების სახლში ისინი კომპანიის საქმეებზე არ საუბრობენ – კეროლი და მაიკლი ახლა დიდ დროს ატარებენ იქ და ქეითს და უილიამს ეხმარებიან.

იტვირთბა....