ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი სცემა

ბულინგის შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში – მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა. დაპირისპირება შესვენების დროს დაიწყო, რის შედეგადაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება სკოლის დირექციასა და მანდატურის სამსახურს არ ჰქონია. ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება, თუმცა მათ არანაირი კომენტარი არ გააკეთეს. დაზარალებული მოსწავლის დედა კი მომხდარი ფაქტის გამოძიებასა და ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.

იტვირთბა....