aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში მოწყობილ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა. ტერორისტების მიერ სასტიკად მოკლული ქალის და “პირველებს” პირველ ინტერვიუს აძლევს. ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. აისისის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშვნდნენ.

“ზურგში აქვთ მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილი. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა და სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. დის ამოცნობა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დე ენ ემის ტესტისთ ამოიცნეს” – ამბობს ნინო მამისაშვილი.

წყარო – “ტვ პირველი”

იტვირთბა....