aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

CNN – ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელში პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირის ღაზის სექტორში დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ პალესტინელ პატიმრებს შორის 100-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის.

CNN-ის ცნობით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ბილ ბერნსის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც იმყოფებოდა დოჰაში, სადაც „ჰამასი“ და ისრაელი შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

CNN-ის ანალიტიკოსის შეფასებით, „ჰამასის“ პასუხს, შესაძლოა, ერთიდან სამ დღემდე დასჭირდეს.

CNN-ს დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ რჩება გადაუჭრელი საკითხები, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და ისრაელელი სამხედროების განლაგება ღაზაში.

იტვირთბა....