ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველებმა გრანდ-სლემზე 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ოქროს, საბა ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თუშიშვილმა გერმანელ ერიკ აბრამოვს, მონღოლ პერენლეიამც უსუხბაიარს, სლოვაკ მარიუს ფიზელსა და ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს სძლია, ხოლო ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა. საბა ინანეიშვილმა მონღოლ ცეცენცენგელ ოდხუს და ყაზახი გალიმჟან კრიბკაის სძლია, შემდეგ უშანგი კოკაურთან დამარცხდა, რეპეშაჟში გერმანელი ლოსენი კონე დაჯაბნა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კაჟიბაიევი იპონით დაამარცხა.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, ამერიკელი ჯონ იაინი, რუმინელი ალექს ჩრეტი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს 51 წამში იპონით სძლია. ბექაური თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა მიხეილ ჯაფარიძე, რომელმაც კანადელ კაილი რეისს, ინდოელ სინგ ავტარს და ყაზახ ისლამ ბოზბაევს აჯობა, ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი უნგრელ შომბორ ვეგთან დათმო. ფინალი შერაზადაშვილმა კანადელ შადი ელნაჰასს იპონით მოუგო და ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ-სლემზე 5 მედალი მოიპოვეს – ოქრო თუშიშვილმა, ლაშა ბექაურმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, ხოლო ბრინჯაო საბა ინანეიშვილმა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.

იტვირთბა....