aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები აირჩიეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება “ვეტინგის” თემას. მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები“ – აღნიშნა მურუსიძემ.

იტვირთბა....