aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდი მებრძოლი დავკარგეთ” – ნიკა მელია უკრაინაში დაღუპულ თენგიზ ჭანიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია თენგიზ ჭანიას დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“თენგო ჭანია კორცხელში გავიცანი, მუშტით რომ ვიცავდით ერთმანეთს, იშვიათი მეომარი იყო და მეგობრებისთვის იშვიათი მეგობარი – ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, სადაც არ უნდა ყოფილიყო.
თენგო იბრძოდა აფხაზეთში და იბრძოდა აზოვში, ახლაც ავდეევკაში ისეთ სიღრმეში იყო შესული, არავინ იცის გამოიყვანენ თუ ვერა; იბრძოდა საქართველოსთვის, იბრძოდა თავისუფლებისთვის.
ვიზიარებ მისი ოჯახის, მისი ტყუპისცალი ძმის და მთელი საქართველოს მწუხარებას, დიდი მებრძოლი დავკარგეთ და დიდი ბრძოლა გვაქვს მისი სახელით გასაგრძელებელი”

იტვირთბა....