რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. ერთ-ერთ რუსული გამოცემა წერს, რომ კრემლი უკრაინაში მეომარი ჯარის გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ხარკოვისთვის ალყის შემოსარტყმელად, მასობრივი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს.
გამოცემის წყაროების თანახმად, ოპერაციის განსახორციელებლად კრემლს 300 000 ადამიანის მობილიზაცია აქვს გამიზნული. რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების თქმით, შესაძლოა წვევამდელებს კონტრაქტის დადება და უკრაინაში ომში წასვლა აიძულონ. ომში რეზერვისტები წაიყვანონ ან სათადარიგო ჯარებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მობილიზაცია მოხდეს.
კონტრაქტის იძულებით დადების იდეა, გამოცემის წყაროების მიხედვით, უკრაინაში მიმავალი მოხალისეების რაოდენობის შემცირების გამო დაიბადა.