aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,თუ ქვეყნიდან მოქალაქეები გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?”- დიმიტრი ხუნდაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ხალხის ძალის” დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციამ ქუჩის ფორმირებას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს საზოგადოების ემოციებზე ითამაშოს.

როგორც ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას მტრობს.

„მესმის, ძალიან რთულია ემოციების გარეშე მოისმინო ამდენი სიცრუე, თითქოს პრობლემები აწუხებს ოპოზიციას და სწორედ ამიტომ საუბრობენ. არა, მათთვის წინასაარჩევნო პერიოდი უკვე სხვანაირად არის დაგეგმილი იმიტომ, რომ ქუჩის ფორმირებას, მოსახლეობის გვერდში დაყენებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ, ახლა ცდილობენ ემოციებზე ითამაშონ, თითქოს პრობლემებზე საუბრით წარმოაჩინონ, რომ ისინი ამაზე წუხან. დეზინფორმაციაა ყოველდღე, ყველა თემაზე, ყველა ასპექტში, ყველა წინადადებაზე და ყველა სიტყვაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული ასატანია. კიდევ ერთხელ მინდა გიხრათ, რომ ეს არ არის უკეთესის ძიებისთვის, ეს არის მტრობის სტიმულირებისთვის, რომ ქვეყანაში, საზოგადოებაში გააღვივონ სიძულვილი და სწორედ ასეთ მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი. სადაც შეუძლიათ და როგორც, სწორედ ისე მტრობენ საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას. ნახეთ, რომ რეზოლუციებითაც კი ებრძვიან ქვეყანას. მანამდე საკუთარ ჯარს დააბრალეს ცხინვალში ომის დაწყება და ახეირეს ოკუპანტი, ახლა რეზოლუციის მხარის არდაჭერით ისევ საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აზარალეს და დააზიანეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან აღნიშნა, რომ ცრუპენტელები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნასთან და „ნიანგის ცრემლებად იღვრებიან.

„ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა, მათ შორის სოციალური პრობლემები, მაგრამ ისე ჰყვებიან, თითქოს 2012 წელს ისე დატოვეს ხელისუფლება, რომ აქ სიღარიბე, გაჭირვება, უმუშევრობა არ იყო, ქვეყნიდან ადამიანები არ მიდიოდნენ. თუმცა, ახლაც რატომღაც ქვეყნიდან გასვლა დანაშაულად აქვთ გამოცხადებული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ტყუილია, თითქოს მოსახლეობა ქვეყნიდან მასობრივად გადის.

„მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიანო, 800 ათასი მოქალაქე გაიქცაო. მეგობრებო, აბსოლუტური ტყუილი, უსინდისო, უწიგნური და არაფერს დაფუძნებული ტყუილია. 800 ათასი მოქალაქე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთად აღებული ყველა ხელისუფლების დროს არ გასულა ქვეყნიდან ისე, რომ უკან არ დაბრუნებულიყო, მაგრამ სპეკულირებენ, ამდენი ადამიანი გავიდაო. სხვათა შორის, ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის, მაშინ გამოვაცხადოთ საბჭოთა კავშირი და საზღვრები ჩაკეტოთ. ვიზალიბერალიზაცია რატომ მივიღეთ? იმიტომ,რომ გავაადვილოთ. როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გარბის“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 5-ჯერ მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან.

„ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში, მით უმეტეს, ოპოზიციურში ერთი და იმავე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!“, – განაცხადა ხუნდაძემ.

იტვირთბა....