იტალიაში ალკოჰოლური სასმლის ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მედიის ცნობით, 34 წლის ქართველი სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და ადგილზე დააკავა. დაკავების დროს კაცმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ჩანთიდან დამცავი თავსახურის გარეშე სისხლიანი შპრიცი ამოიღო და დაცვას ნემსის ჩხვლეტით დაემუქრა. მან შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გამოკვლევებზე, შემდეგ კი ტარანტოს ციხეში გადაიყვანეს.